ფეხბურთი

10:35 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” გუნდოგანს არ თმობს

გერმანული “დორტმუნდი” ნახევარმცველ ილკაი გუნდოგანს მიმდინარე სატრანსფერო სეზონში არ გაყიდის. 22 წლის შუახაზელის მამის თქმით, “სიგნალ იდუნა პარკის” დატოვების სურვილი არც თავად ფეხბურთელს აქვს.

“მინდა ყველა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ილკაი “დორტმუნდში” დარჩება. მისთვის ინგლისში ან ესპანეთში გადაბარგება ჯერ ადრეა. უახლოეს პერიოდში, კლუბი ჩემს შვილს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ამ ვარიანტს სიამოვნებით განვიხილავთ”, - განუცხადა ფეხბურთელის მამამ და ამავდროულად აგენტმა ირფან გუნდოგანმა Kicker-ს.

რამდენადაც ცნობილია, გუნდოგანის შეძენა მადრიდის “რეალს” სურს.

 

0.113634