ფეხბურთი

23:31 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ ფრეზე გაიყარნენ

გერმანიის ბუნდესლიგის 32–ე ტურში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალის ერთგვარი რეპეტიცია გაიმართა. მართალია, „დორტმუნდი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ერთმანეთს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, მაგრამ „სიგნალ იდუნა პარკზე“ შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა მაინც საკმაოდ ისიამოვნა.

მოგეხსენებათ, „ბაიერნი“ უკვე ჩემპიონია და სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ანგარიში მე–11 წუთზე გაიხსნა – იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, კევინ გროსკროიცმა კი, ერთი შეხებით დალაშქრა „რეკორდმაისტერის“ კარი.

სტუმრები მალევე მოვიდნენ გონს და წონასწორობაც აღადგინეს. რაფინიას ჩაწოდებულს მარიო გომესმა თავი დაჰკრა და როგორც შემდეგ გაირკვა, „ბაიერნს“ ქულა მოუტანა.

სამი ჰიპიას დამოძღვრილი „ლევერკუზენი“ „ნიურნბერგს“ ეწვია და შინ 3 ქულით დაბრუნდა. „ბაი არენას“ ბინადრებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, თავიანთი კარი კი, მშრალად შეინახეს.

26–ე წუთზე, ომერ ტოპრაკმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ლევერკუზენელები წინ გაიყვანა. ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიში შტეფან კისლინგმა დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 0:2.

ტური კვირას გამართული 2 მატჩით დასრულდა. „ლევერკუზენის“ მსგავსად, 2:0 იმარჯვა „ფრაიბურგმაც“, რომელმაც თავის კედლებში „აუგსბურგი“ დაამარცხა. „ჰამბურგმა“ ბრემენის „ვერდერმა“ გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს – 1:1.

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი – ბაიერნი 1:1 (1:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, ბლაშჩიკოვსკი (ბენდერი 84), კელი (როისი 71), შაჰინი, გროსკროიცი, გუნდოგანი (ლაიტნერი 14), ლევანდოვსკი, შიბერი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბაიერნი: ნოიერი, ვან ბუიტენი, რაფინია, ბოატენგი, კონტენტო, ალაბა (ჰეიბერგი 90), გუსტავო, ტიმოშჩუკი, შაქირი, პისარო (მიულერი 76), გომესი (კანი 67).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 1:0 გროსკროიცი (11), 1:1 გომესი (23)

გაფრთხილებები: ბლაშჩიკოვსკი (64) – ტიმოშჩუკი (10), გუსტავო (39), ბოატენგი (45), რაფინია (62), კანი (85)

გაძევება: რაფინია (64)

არში დარტყმა: 9 (4) – 5 (2) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54%

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 40581

ნიურნბერგი – ლევერკუზენი 0:2 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი, შტარკი (ფოილნერი 78), ბალიჩი, სიმონსი, კიოტაკე, მაკი, ფრანცი (მენდლერი 79), ეშვაინი (პეკჰარტი 65).

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

ლევერკუზენი: ლენო, კარვახალი, ტოპრაკი, ვოლშაიდი, ბენიში, რაინარცი, კასტრო (ბენდერი 63), როლფესი, სემი (შვაბი 84), შიურლე (ჰეგელერი 72), კისლინგი.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლები: 0:1 ტოპრაკი (26), 0:2 კისლინგი (62პ.)

გაფრთხილებები: კლოზე (66), ფოილნერი (88) – ჰეგელერი (74)

არში დარტყმა: 11 (3) – 13 (3) ჯარიმა: 10 - 14 კუთხური: 14 - 8 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55%

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 41000

ვერდერი – ჰოფენჰაიმი 2:2 (2:0)

ვერდერი: მილიცი, ფრიცი (სელასი 74), პრედლი, პაპასტატოპულოსი, იგნიოვსკი (სმიცი 82), დე ბრეინე, ჰანტი, კროოსი (ლუკიმია–მულონგოტი 85), ილდირიმი, ბარგფრედე, პეტერსენი.

მწვრთნელი: ტომას შააფი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ტესკერი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ჯონსონი (ლუდვიგი 46), რუდი (შიპლოკი 66), ვაისი (დე კამარგო 76), სალიჰოვიჩი, ფოლანდი, ფირმინო.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 ჰანტი (2პ.), 2:0 დე ბრეინე (24), 2:1 შიპლოკი (85), 2:2 შიპლოკი (90)

გაფრთხილებები: ფრიცი (45), კროოსი (58), ბარგფრედე (62) – აბრაჰამი (1), ვესტერგორი (74), შიპლოკი (79)

არში დარტყმა: 10 (3) – 9 (5) ჯარიმა: 23 - 14 კუთხური: 4 - 2 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 44% - 56%

 

ჰანოვერი. „ავდ არენა“. 48000

ჰანოვერი – მაინცი 2:2 (1:1)

ჰანოვერი: ცილერი, საკაი, ჰაგი, შულცი, პოკონიოლი, ჰოფმანი, პინტუ, შტინდლი, ია კონანი, აბდელაუიე (სობეხი 36), დიუფი (შაჰედი 90).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

მაინცი: ვეტკლო, პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი, ბაუმჰარტლინგერი, ზიმლინგი, მიულერი, ივანშიცი, კალიჯური (სოტო 76), მალი (რისე 71).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 მიულერი (25), 1:1 სობეხი (36), 2:1 დიუფი (70), 2:2 მიულერი (79)

გაფრთხილებები: შულცი (20), პინტუ (88) – მიულერი (40), ზიმლინგი (88)

გაძევება: შულცი (65)

არში დარტყმა: 12 (6) – 8 (5) ჯარიმა: 20 - 14 კუთხური: 2 - 2 თამაშგარე: 1 - 10 ბურთის ფლობა: 49% - 51%

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 48300

შტუტგარტი – ფიურტი 0:2 (0:0)

შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, ფელიპე, მოლინარო, რიუდიგერი, ბოკა (ჰოლცჰაუზერი 77), ტრაორე, გენტნერი, მაქსიმი, ჰარნიკი, ოკაზაკი (მაკედა 67).

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

ფიურტი: ჰესლი, ზობიხი, მავრაი, ბაბა, ნერიგი, ფიურსტნერი, პრიბი, პლედლი (ციმერმანი 34), გეისი (პეცოსი 46), კლაუსი (აზემი 80), ჯურჯიჩი.

მწვრთნელი: ფრანკ კრამერი

გოლები: 0:1 საკაი (51ს.კ), 0:2 აზემი (89)

გაფრთხილებები: საკაი (80) – პეცოსი (53), ფიურსტნერი (63)

გაძევება: რიუდიგერი (74)

არში დარტყმა: 15 (7) – 8 (4) ჯარიმა: 16 - 23 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40%

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500

აინტრახტი – ფორტუნა 3:1 (1:0)

აინტრახტი: ნიკოლოვი, იუნგი (ჩელოცი 49), ანდერსონი, სამბრანო, ოჩიპკა, რუსი, როდე, აიგნერი (ჯაკპა 89), მაიერი, ინუი (შტენდერა 67), ლაკიჩი.

მწვრთნელი: არმინ ფე

ფორტუნა: გიფერი, ლეველსი, ლანგენეკე, მალეზასი, ხუანანი, ბოჯეკი (ტეშე 82), ფინკი (ლამბერცი 58), ბელინგჰაუზენი, ომაე, რაიზინგერი (შაჰინი 59), კრუსი.

მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი

გოლები: 1:0 მაიერი (31), 2:0 ლაკიჩი (50), 2:1 შაჰინი (78), 3:1 მაიერი (87)

გაფრთხილებები: რუსი (9) – მალეზასი (10), ბოჯეკი (67)

არში დარტყმა: 13 (7) – 5 (2) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42%

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000

ფრაიბურგი – აუგსბურგი 2:0 (1:0)

ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა, დიანე (გინტერი 46), სორგი, ჰენი, როზენტალი (სანტინი 77), მაკიადი, შუსტერი (ფლიუმი 81), კალიჯური, კრუზე, შმიდი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, დე იონგი, ვერჰაგი, ვერნერი (ერლი 62), ჰანი (მუსონა 77), ბაიერი, მორავეკი, მიოლდერსი (ჰაინი 82), დონ–ვონი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლები: 1:0 მაკიადი (31), 2:0 შმიდი (61)

გაფრთხილებები: დიანე (18), სორგი (22), გინტერი (65) – კალსენ–ბრაკერი (79), ჰაინი (90)

არში დარტყმა: 16 (10) – 14 (6) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 60% - 40%

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 50135

ჰამბურგი – ვოლფსბურგი 1:1 (1:0)

ჰამბურგი: დრობნი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, დიკმაიერი, ლამი (ბრუმა 88), ვან დერ ვარტი, რინკონი (ილიჩევიჩი 78), ბადელი, ირაჩეკი (ბაისტერი 84), რუდნევი, ჰიუნ–მინი.

მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, ვიეირინია (შეფერი 85), პოლაკი, ჰასებე, მედოევიჩი, არნოლდი (პერიშიჩი 64), ოლიჩი (დოსტი 64).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ვესტერმანი (45), 1:1 ჰასებე (65)

გაფრთხილებები: ჰიუნ–მინი (20), რინკონი (60), დიკმაიერი (90) – ვიეირინია (31), პერიშიჩი (90)

არში დარტყმა: 13 (9) – 13 (8) ჯარიმა: 16 - 20 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% 

0.159422