ჩოგბურთი

17:07 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგსკანდალში კიდევ ერთი ბალკანელი გაეხვა

საქმეს ისეთი პირი უჩანს, მძლეოსნობის შემდეგ, დოპინგსკანდალი ჩოგბურთშიც აგორდება. ორიოდე დღის წინათ სერბი ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციაზე გამცნეთ, ამჯერად კი სასჯელი კიდევ ერთ ბალკანელ მოთამაშეს, ხორვატ მარინ ჩილიჩს გამოუწერეს. მსოფლიო რეიტინგსიის 15-ე ნომრის წინააღმდეგ გატარებულ სანქციაზე ხორვატული Slobodna Dalmacija იუწყება.

ამ გამოცემის პუბლიკაციის თანახმად 24 წლის ჩილიჩს მიუნხენის ტურნირის მსვლელობისას ჩაუტარეს დოპინგ-ტესტი და შედეგიც “საეჭვო” გამოდგა. ჩილიჩი უიმბლდონის ტურნირიდანაც მოიხსნა და ხორვატული გამოცემა ვარაუდობს, რომ მარინმა ეს ნაბიჯი მის სისხლში აკრძალული პრეპარატების მოსალოდნელი აღმოჩენის შიშით გადადგა. ჯერჯერობით, ჩოგბურთს საერთაშორისო ფედერაცია (ITF) “ჩილიჩის საქმეს” ოფიციალურ სვლას ჯერჯერობით არ აძლევს, მაგრამ ხორვატს ტურნირებზე გამოსვლის არაოფიციალური აკრძალვა მისჯილი აქვს.

გავრცელებული ვერსიით მარინ ჩილიჩი მედიკამენტებს სისხლში შაქრის შემცველობის გაზრდის მიზნით მოიხმარდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ეს წამლები აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავს.

0.118597