არავინ იცის დოპინგი უფრო ადრე გაჩნდა თუ ველოსპორტი. რეალობა კი ისაა, რომ სპორტის ამ სახეობაში დოპინგის მოხმარება ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი სპორტსმენი დაისაჯა, დოპინგი და ველოსპორტი მაინც ურთიერთდაკავშირებულ სიტყვებად ითვლება.
სპორტში დოპინგის მოხმარებას ბრძოლას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაეროც უცხადებს. ცოტა ხნის წინათ, გაეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვინმე იაკობ ელეხმა განაცხადა, რომ ველოსპორტში დოპინგის მოხმარების პრობლემას თუ არაფერი ეშველება, გარკვეული დროის მანძილზე ეს სახეობა, შესაძლოა, აიკრძალოს კიდეც.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია როგორ შეძლებს სპორტის სახეობის აკრძალვას ან შეზღუდვას – ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ველოსპორტიში ზემოთაღნიშნული პრობლემა მართლაც არსებობს და რაიმე ზომები უეჭველადაა მისაღები.