მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ესპანელი მცველი ალვარო დომინგესი აცხადებს, რომ მან იცის, როგორ უნდა დაამარცხოს მისმა გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში პეპ გვარდიოლას “ბაიერნი”.
“დიახ, მე ვიცი, როგორ უნდა დავამარცხო პეპი. “ატლეტიკოში” ვთამაშობდი, როდესაც, 2011 წელს, გვარდიოლას “ბარსელონა” 2:1 დავამარცხეთ. იმედი მაქვს, იგივეს “გლადბახთან” ერთადაც მოვახერხებ. მოგების შანსი გვაქვს.
გვარდიოლა სუპერმწვრთნელია. მას ფეხბურთთან დაკავშირებით მკაფიო შეხედულებები აქვს. პეპი “ბაიერნს” ცოტათი კიდევ უფრო გააძლიერებს.” – ციტირებს ესპანელი უკანახაზელის სიტყვებს Bild-ი.
ბუნდესლიგის 2013-14 წლების სეზონის პირველ ტურში, 9 აგვისტოს, ერთმანეთს სწორედ “ბაიერნი” და “გლადბახი” დაუპირისპირდებიან. თამაში მიუნხენში გაიმართება.