ფეხბურთი

2:01 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკო ბერარდი - პირველი პოკერის ავტორი „მილანის“ კარში

სერია A-ს აუტსაიდერ „სასუოლოსთან“ გამართლი შდხვედრის მე-13 წუთზე „მილანი“ 2:0 იგებდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, მილანელებს ამ ანგარიშით წინ გასვლის შემდეგ თამაში წაგებული არ ჰქონდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ „სასუოლოს“ ბოლო 4 თამაში ისე ჰქონდა წაგებული, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებს გოლიც კი არ გაეტანათ. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ „მილანს“ ზედიზედ 2 მატჩში მიმდინარე გათამაშებაში პირველად უნდა მოეგო, მაგრამ...

სერია A-ს ისტორიაში, „მილანის“ კარში პოკერი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა შესრულებული. „სასუოლოს“ საუკეთესო ბომბარდირი, 19 წლის დომენიკო ბერარდი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამას მიაღწია.

რობინიოსა და ბალოტელის მიერ გატანილი გოლები „სასუოლოში“ „იუვენტუსიდან“ განთხოვრებულმა ბერარდიმ პირველივე ტაიმში გაქვითა და კიდევ ერთი გოლით, შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა უპირატესობით გაუშვა. 19 წლის ასაკში, ბერარდის სერია A-ში უკვე 2 ჰეთ თრიქი დაუგროვდა.

მე-2 ტაიმი 2 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბერარდიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „მილანს“, სერია A-ს ერთ მატჩში, 4 ბურთი გაუტანა. მიმდინარე გათამაშების 15 შეხვედრაში, ბერარდიმ თავი უკვე 11-ჯერ გამოიჩინა.

„მილანმა“ იბრძოლა და 86-ე წუთზე, მონტოლივოს ძალიან ზუსტი დარტყმით ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ „როსონერიმ“ მიმდინარე გათამაშებაში მე-7 მარცხს თავი ვერ აარიდა.

მე-19 ტურში, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შემავალმა სამივე გუნდმა დიდი ანგარიშით იმარჯვა. „იუვენტუსმა“ კალიარიში ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო, „რომამ“ „ჯენოას“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო „ნაპოლიმ“ „ვერონას“ წარმატებული სერია მეტოქის მოედანზევე შეწყვიტა.

„კალიარი“ „იუვენტუსს“ კარგ ფორმაში დაუხვდა. ივო პულგას გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. სარდინიელებმა მეტოქეს, თავიდან, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს და ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ საბოლოოდ, „იუვემ“ მეტოქე გაანადგურა. პინილიას ზუსტ დარტყმას ტურინელებმა ლიორენტეს დუბლითა და მარკიზიოსა და ლიხტშტაინერის თითო გოლით უპასუხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარკიზიოს გოლი. იტალიელმა ნახევარმცველმა, 73-ე წუთზე, დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და გუნდი წინ გაიყვანა.

ეს „იუვენტუსის“ ზედიზედ მე-11 მოგება იყო. ამ 11 მატჩიდან ტურინელებმა 9-ში კარი მშრალად შეინახეს, ხოლო დანარჩენი 2 ანგარიშით 4:1 მოიგეს. აღვნიშნავთ, რომ „ბებერ სინიორას“ სერია A-ს ზედიზედ 12 თამაში არასდროს მოუგია.

წინა ტურში „იუვენტუსისგან“ განადგურებულმა „რომამ“ საკუთარ კედლებში „ჯენოა“ გამოიჭირა და მეტოქეს 4:0 მოუგო. რომაელებმა ანგარიში ძალიან ლამაზი გოლით გახსნეს. 25-ე წუთზე, ფლორენციმ გოლი „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა. იტალიელ შემტევს მხარი ტოტიმ, მაიკონმა და ბენატიამ აუბეს.

„რომასა“ და „ჯენოას“ შორის გამართული მატჩის მე-60 წუთზე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. იმ დროს, როდესაც კოფიე მოედანზე მათუსალემის ნაცვლად შედიოდა, ამ უკანასკნელმა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება გამოამჟღავნა და არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მე-2 იყო. იმ დროს, როდესაც მსაჯმა მათუსალემს წითელი ბარათი უჩვენა, კოფიე მოედანზე უკვე შესული იყო და მისი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება გახდა საჭირო.

„ვერონას“ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა დაკარგული. ანდრეა მანდორლინის გუნდმა წარმატებული სერია „ნაპოლისთან“ განადგურებით შეწყვიტა. ნეაპოლელებმა ანგარიში ლამაზი გოლით გახსნეს. გასულ ტურში, „სამპდორიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლის შემსრულებელმა დრის მერტენსმა, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ძალზე ზუსტი მოჭრილი დარტყმით გაიტანა. 72-ე წუთზე, ინსინიემ მაჯოს გადაცემით იხეირა. 4 წუთში, მას დუბლის შესრულება შეეძლო და მართალია, მეკარემ ივარგა, მაგრამ დამატებაზე ჯემაილიმ ითამაშა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლო 3 მატჩის მოგების შემდეგ უგოლო ფრე ითამაშა „ფიორენტინამ“. ფლორენციელთა მიერ გოლის ვერგატანა გასაკვირი არ ყოფილა, რადგა „იებს“ ჯუზეპე როსიც ტრავმირებული ჰყავთ და მარიო გომესიც.

 

ტორინო-ფიორენტინა 0:0

ტურინი, “ოლიმპიკო” 16000

ტორინო (3-4-1-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, დარმიანი, ბაშა (ბრიგი 78), გაცი, პასკუალე, ფერნერუდი, ჩერჩი, ბარეტო (მეჯორინი 69).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, რონკალია, ფერნანდესი (ამბროზინი 78), პისარო, ვალერო, ხოაკინი (მატოსი 85), კუადრადო, ილიჩიჩი (იაკოვენკო 63).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გაფრთხილება: რონკალია 58.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 6 (5)-16 (2), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 8-9.

 

ატალანტა-კატანია 2:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო, ბენალუანე, სტენდარდო, ლუჩინი, ბრივიო, ბრიენცა (დელ გროსო 73), ჩიგარინი (ბაზელი 83), მილიაჩო, ბონავენტურა, მორალესი (კონე 90), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი, როლინი, სპოლი, ბირაგი (ლეტო 72), ისკო (ბოატენგი 80), ლოდი, პლაზილი, ბარიენტოსი, ბერგესიო, კასტრო.

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

გოლები: 1:0 დენისი (67, პენ), 2:0 მორალესი (86), 2:1 ლეტო (89).

გაფრთხილებები: ბენალუანე 8, ჩიგარინი 71 - ლოდი 45, პერუცი 55, ბარიენტოსი 80.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 17 (8)-12 (5), კუთხური: 8-10, თამაშგარე: 7-1, სეივი: 4-6, ჯარიმა: 13-11.

 

კალიარი-იუვენტუსი 1:4 (1:1)

კალიარი, “სანტ ელია” 6000

კალიარი (4-3-1-2): ადანი, პიზანო (კაბრერა 77), როსეტინი, ასტორი, მურუ, კონტი, დესენა, ეკდალი (პერიკო 82), კოსუ, პინილია, საუ (იბარბო 65).

მწვრთნელი: ივო პულგა.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო (მარკიზიო 66), ლიხტშტაინერი, ვიდალი (პადოინი 83), პოგბა, ასამოა, ტევესი (ჯოვინკო 82), ლიორენტე.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 პინილია (21), 1:1 ლიორენტე (31), 1:2 მარკიზიო (73), 1:3 ლიორენტე (76), 1:4 ლიხტშტაინერი (80).

გაფრთხილებები: კოსუ 55, დესენა 80 - კასერესი 22.

გაძევება: პინილია 87.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8 (3)-15 (9), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-5, სეივი: 5-2, ჯარიმა: 8-13.

 

ვერონა-ნაპოლი 0:3 (0:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, ჟორჟინიო, ჰალფრედსონი (მარტინიო 68), იტურბე (დონადელი 81), ტონი, ტალები (კაჩა 78).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, არმერო, ინლერი (რადოსევიჩი 83), ჯემაილი, კალიეხონი, პანდევი (ინსინიე 67), მერტენსი, იგუაინი (ბრიტოსი 80).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 მერტენსი (27), 0:2 ინსინიე (72), 0:3 ჯემაილი (76).

გაფრთხილებები: კაჩატორე 86 - ჯემაილი 84.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11 (2)-15 (8), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-2, ჯარიმა: 19-16.

 

რომა-ჯენოა 4:0 (3:0)

რომი, “ოლიმპიკო” 40000

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (ჟერვაი 83), ბენატია, ბურდისო, დოდო, ნაინგოლანი, სტროოტმანი, პიანიჩი (დესტრო 71), ფლორენცი (მარკინიო 78), ტოტი, ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

ჯენოა (3-4-2-1): პერინი, ანტონინი, მანფრედინი, მარკეზე, ვრსალჟკო (დე მაიო 69), ბიონდინი, კაბრალი, ანტონელი, მათუსალემი, ბერტოლაჩი (კოფიე 62), კალაიო (კონატე 82).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 1:0 ფლორენცი (25), 2:0 ტოტი (30), 3:0 მაიკონი (43), 4:0 ბენატია (53).

გაფრთხილებები: მათუსალემი 24, ანტონელი 58, კოფიე 86.

გაძევება: მათუსალემი 58.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 22 (8)-0 (0), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-4, ჯარიმა: 13-7.

 

სასუოლო-მილანი 4:3 (3:2)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000

სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, არიაუდო, მანიანელი, გაცოლა, კურტიჩი (მარცორატი 87), ჩიბსა, ლონგი, ბერარდი (სკელოტო 78), ძაძა (ფლორო 85), ციგლერი.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

მილანი (4-3-2-1): აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა, ემანუელსონი, კრისტანტე (მონტოლივო 55), დე იონგი, ნოჩერინო (პაცინი 55), კაკა, რობინიო (ჰონდა 65), ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 რობინიო (9), 0:2 ბალოტელი (13), 1:2 ბერარდი (15), 2:2 ბერარდი (28), 3:2 ბერარდი (41), 4:2 ბერარდი (47), 4:3 მონტოლივო (86).

გაფრთხილებები: ანტეი 37, ციგლერი 43, ძაძა 59, გაცოლა 64, პეგოლო 79 - ბონერა 29, ბალოტელი 36, დე შილიო 89.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12 (8)-16 (7), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 3-5, სეივი: 4-4, ჯარიმა: 23-18.

0.263097