ჩოგბურთი

13:37 | 2.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

დოლიძის ესპანური დებიუტი

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-5 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა პირველ რაუნდში უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა თათია მიქაძემ, რომელიც საწყის წრეში გამარჯვების შემდეგ რუს მარტა სიროტკინასთან 1:6, 1:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვასა და რუსი ჩალოვას მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ბელორუსებს – კრემენსა და მაროზავას დაუპირისპირდება, ხოლო სოფო შაფათავა და ყირგიზი პალკინა უკრაინულ-რუსულ ტანდემს (პაშკოვა-ვასილიევა) შეერკინებიან.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე ეკატერინე გორგოძემა და სოფო ქვაცაბაიამ იაპონელ კოზავასა და ჩინელ ლიუს 7:5, 4:6, 10:5 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
ერთეულთა გათამაშებაში ქვაცაბაიას მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი შვეიცარიელი ნიკოლ რინერი იქნება, ხოლო გორგოძე ძალებს მე-8 რეიტინგის მქონე განა პივენთან მოსინჯავს.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მიერ ორგანიზებულ ტურნირზე დებიუტი ჰქონდა ბათუმელ ნიკა დოლიძეს, რომელსაც 1 მარტს 16 წელი შეუსრულდა. ესპანურ ტერასაში დაწყებულ 10-ათასიანი გათამაშების კვალიფიკაციაში დოლიძემ მასპინძელ ჰუერტას ბარანტესს 6:4, 6:1 მოუგო, იტალიელ მარკო ჩეჩინატოსთან კი 1:6, 2:6 დამარცხდა.
აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ მაკალენში 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი პირველი მეტოქე ბულგარელი ბორის ბაკალოვი იქნება. წყვილებში ბასილაშვილი და ტაივანელი ჩენი ამერიკელ ძმებ ბოლინგებს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098329