ჩოგბურთი

21:54 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას ტურნირი ჩემპიონის გარეშე

ქალთა მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ვიკტორია აზარენკა ყატარის დედაქალაქ დოჰას Qatar Total Open-ს გამოტოვებს. ამ შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი ამჯერად ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

ადრე დოჰას ტურნირზე გამოსვლა სვეტლანა კუზნეცოვამ, ეკატერინა მაკაროვამ, ჯეიმი ჰემპტონმა, მედისონ კიზმა და ბოიანა იოვანოვსკიმ იუარეს. ტურნირზე პირველ ნომრად კი სერენა უილიამსი იქნება განთესილი.

“გული მწყდება, დოჰაში რომ ვერ ჩავალ. ფეხის დაზიანება და ტკივილი თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მადლობას ვუხდი ჩემ ყატარელ გულშემატკივრებს და მათ მომავალ წელს დოჰაში ასპარეზობას ვპირდები”, - განაცხადა აზარენკამ. 

0.416226