ფეხბურთი

16:37 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დნიპროს" შეკრებაზე სამი ქართველი გაჰყვა

უკრაინული "დნიპრო" ავსტრიაში წავიდა შეკრებაზე და გუნდს 3 ქართველი ფეხბურთელიც გაჰყვა: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე. როგორც იცით, კობახიძეს, რომელსაც კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება, მოსკოვის "ლოკომოტივიდან" და "ურალიდან" აქვს შეთავაზებები, თუმცა ჯერჯერობით არაა გარკვეული, წავა სანდრო გუნდიდან თუ დარჩება.

რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის "დნიპროს" საკუთრებაა და შეკრების შემდეგ გადაწყდება, დაიტოვებენ თუ ისევ სხვა კლუბში გაანათხოვრებენ.

0.119633