დნეპროპეტროვკის “დნიპრომ” ესპანურ შეკრებაზე ანგოლის “ლუანდა ბენფიკას” 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში ჯაბა კანკავამ, სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშეს. მეორე გოლი უკრაინელთა რიგებში ბრაზილიელმა ლეგიონერმა მათეუსმა კობახიძის პასით გაიტანა. მანამდე, თავად კობახიძემ დაარტყა დაახლოებით 14 მეტრიდან და ბურთი ძელს მოხვდა.
კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა “როსტოვმა”, რომელშიც ჯანო ანანიძე ასპარეზობს, პირველი საკონტროლო მატჩი სერბეთის “სლობოდასთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ვარშავის “ლეგიამ”, რომელიც სეზონის განახლებისთვის ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში ემზადება, პირველი სპარინგი რუმინეთის “ოცელულთან” ითამაშა და 0:2 წააგო. ლადო დვალიშვილი “ლეგიას” შემადგენლობაში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 69-ე წუთზე შეცვალეს.