ფეხბურთი

13:54 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპროს” ქართველებს მარკევიჩი გაწვრთნის

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს”, სადაც ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე კობახიძე ირიცხებიან, მთავარ მწვრთნელად მირონ მარკევიჩი დანიშნეს. ამის შესახებ უკრაინული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

უახლოს დღეებში მარკევიჩი “დნიპროსთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 2005-2014 წლებში მარკევიჩი ხარკოვის “მეტალისტში” მუშაობდა, რომელსაც 6-ჯერ ბრინჯაოს მედლები მოაგებინა, ხოლო ერთხელ - ვერცხლის. მან შარშან “მეტალისტი” კლუბში შემქნილი არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო დატოვა და აქამდე, უმუშევარი იყო.

მარკევიჩმა “დნიპროს” თავკაცის პოსტზე ესპანელი ხუანდე რამოსი შეცვალა, რომელმაც უკრაინაში დარჩენა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ ისურვა.

0.116904