ფეხბურთი

1:41 | 20.01.2014 | ნანახია 1527 - ჯერ

"დნიპროს" ქართველებმა წელი უგოლო ყაიმით გახსნეს

ესპანურ მარბელიაში წლის პირველი მატჩი ჩაატარა "დნიპრომ" და აზერბაიჯანულ "ბაკის" 0:0 ეთამაშა. სანდრო კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ პირველი ტაიმი გაატარეს მინდორზე, ჯაბა კანკავა კი მეორე ნახევარში შეიყვანეს. მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს: მე-16 წუთზე ლობჟანიძემ კარგი პასით გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე კობახიძე, თუმცა სანდროს მეკარემ აუღო.

აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" გერმანული "ვოლფსბურგის" სარეზერვო გუნდთან 1:5 წააგო. ხუბუტია შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე.  ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" რუსეთის "ტომთან" 1:3 წააგო. ლადომ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ალეკო ამისულაშვილის "კრილია" კი ყარაგანდის "შახტიორს" ფრეზე გაეყარა – 1:1. ამისულაშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს, როცა ანგარიში 0:0 იყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:53 | 20.01.2014
Becks23 (1117)

ვაააახ მორდოვიამ ვოლსფურგის დუბლებთან წააგო ამის მერე აი რავიცი რა უბრალოოდ სირცხვილია რუსეთის 1 ლიგის 1 ადგილოსანი ვისთან აგებს

05:18 | 20.01.2014
vashla (1205)

აზერების ჩემპიონატის დონე საგრძნობლად იზრდება, რაც მალე შედეგსაც გამოიღებს

17:18 | 20.01.2014
Becks23 (1117)

იმდენი აქვთ ფული აბა რა იქნებააა

06:09 | 20.01.2014
torpedo (950)

გავლენ ვითო ევროპაზე ?

06:10 | 20.01.2014
brazilll (144)

ეხლა ეგ მადარდეთ თუ ვერ გავლენ კიდევ

03:43 | 20.01.2014
Shevche (15054)

ლეგია პოლონეთის ჩემპიონია და რუსეთის მაჩანჩალა გუნდი ბურთს ახევს თავზე.. უსუსტესი ლიგა აქვთ პოლონელებს. ელემენტარულად სტაბილური გარემო რომ გვქონდეს, ამათზე უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა. ისე, ერთხელ გავედით ევროტურნირზე და ისიც პოლონური გუნდი გავაგდეთ :-)

0.059508