დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე გამოდიან. ბრაზილიურ “ვასკუ და გამას” მცველ დედეს შეძენის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. ამის შესახებ, გამოცემა Superesportes-ი.
“დნიპრომ”, რომლის მეპატრონე უკრაინელი მილიარდელი იგორ კოლომოისკია, დედეს სანაცვლოდ “ვასკუს” 11 მილიონი ევრო შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ კლუბს ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების მხოლოდ 45 პროცენტი ეკუთვნის და თუ ტრანსფერი განხორციელდა, 5 მილიონ ევროს მიიღებს.
დედე “ვასკუში” 2009 წლიდან გამოდის და 83 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 24 წლის მცველს, ბრაზილიის ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია.







