ფეხბურთი

14:06 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრო” ესტონეთში სამი ქართველით გაფრინდა

უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში, “კალიუსთან” სტუმრად ჩასატარებელ პირველ მატჩში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა ესტონეთში ერთბაშად 3 ქართველი ლეგიონერი იახლა.

“დნიპროს” ოფიციალური ვებგევრდის ინფორმაციით, გუნდი ესტონეთში 21 აგვისტოს დილით გაფრინდა და მის შემადგენლობაში ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე არიან.

მიმდინარე სეზონში ხსენებული სამეულიდან “დნიპროში” ყველაზე ხშირად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კანკავა თამაშობს. კობახიძეს ესპანელი იშვიათად წყალობს, ხოლო ლობჟანიძე ოფიციალურ მატჩში 18-კაციან განაცხადში ჯერ არ მოხვედრილა.

0.123486