ფეხბურთი

2:47 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ჯვაროსნების“ წარმატებული ლაშქრობა „ჯუზეპე მეაცაზე“

კვირის შუაში ჩემპიონთა ლიგაზე გამართული თამაშის ჩათვლით, „მილანმა“ უკანასკნელი 4 შეხვედრა წააგო, რაც მიმდინარე საუკუნეში პირველად მოხდა. სერია A-ში ზედიზედ 3 მარცხი კი „როსონერიმ“ 2006 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად იწვნია.

ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი „მილანი“ „პარმას“ მასპინძლობდა, რომელსაც 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. „ჯვაროსნებს“ „ჯუზეპე მეაცაზე“ 1999 წლის შემდეგ არ მოეგოთ და ეს სერია კვირას შეწყდა.

თამაში მილანელთათვის ძალიან ცუდად დაიწყო - მე-5 წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასული სკელოტო საპენალტედ წაიქცა, რასაც თან აბიატის მოედნიდან გაძევებაც მოჰყვა. კლარენს ზეედორფმა, მე-2 მეკარე ამელია მოედანზე ესიენის ნაცვლად შეუშვა, რამაც ის გამოიწვია, რომ პირველ ტაიმში, სტუმრებს მეტოქის ნახევარდაცვის ბარიერის დაძლევა არ უჭირდათ. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს - ის „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ზუსტად შეასრულა.

მე-2 ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც კასანომ თავისი ყოფილი გუნდის კარში მე-2 გოლიც გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა მარჯვენა ფლანგიდან აკვას მიერ გაკეთებული გადაცემა გამოიყენა.

„მილანმა“, რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 56-ე წუთზე, რამიმ კაკას მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაარტყა, ხოლო ოც წუთში, ბალოტელიმ მონტოლივოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, „მილანს“ ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ „პარმამ“ მასპინძლებს გახარება არ აცადა. ბალოტელის გოლიდან ორ წუთში, ამაურიმ, სკელოტოს გადაცემის შემდეგ, ქუსლით გაიტანა. მე-5 დამატებულ წუთზე, ბიაბიანიმ ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა და „მილანმა“ ზედიზედ მე-2 საშინაო თამაში ორბურთიანი სხვაობით წააგო.

რთული მატჩი მოიგო „იუვენტუსმა“, რომელიც „ჯენოას“ სტუმრობდა. ტურინელები გენუაში 3 ქულის აღებას ვეტერან ფეხბურთელებს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ანდრეა პირლოს უნდა უმადლოდნენ. პირველმა მათგანმა, 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გახსნილი არ იყო, კალაიოს თერთმეტმეტრიანი აუღო, ხოლო პირლომ, ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე, საფირმო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და „ბებერ ქალბატონს“ ზედიზედ მე-5 თამაში მოაგებინა.

ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა „ფიორენტინამ“. ვინჩენცო მონტელას გუნდმა უკანასკნელი 3 გასვლითი თამაშის წამგებ „კიევოს“ უმასპინძლა. ფლორენციელები კუადრადოსა და მატრის გოლებით დაწინაურდნენ. მე-2 ტაიმში, პალოსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის მიწურულს, მარიო გომესმა სერია A-ში სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა და მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.

ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან მე-4 მოიგო „ლაციომ“, რომელიც „კალიარისთან“ თამაშობდა. დედაქალაქელებმა 3 ქულა ლულიჩისა და კეიტას გოლებით მოიპოვეს. ბოლო გოლამდე ერთი წუთით ადრე, პინილიამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვეს.

ბოლო 9 თამაშში პირველად მოიგო „სასუოლომ“. აქამდე ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა „კატანიას“ უმასპინძლა და ცხრილის ფსკერზე ადგილი სიცილიელებს დაუთმო. ემილია-რომანიულმა გუნდმა სერია A-ში პირველად მოიგო მატჩში, რომელშიც დომენიკო ბერარდის გოლი არ გაუტანია.

 

ატალანტა-სამპდორია 3:0 (2:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი, დელ გროსო (ბელინი 85), ესტიგარიბია, ჩიგარინი (ბაზელი 77), კარმონა, ბონავენტურა, მორალესი (დე ლუკა 73), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო (ფორნასიე 46), რეჯინი, პალომბო, კრსტიჩიჩი, გაბიადინი, ედერი (სანსონე 72), სორიანო, ოკაკა (ლოპესი 57).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1:0 კარმონა (36), 2:0 ბონავენტურა (42), 3:0 დენისი (55).

გაფრთხილებები: დელ გროსო 52 - ოკაკა 8.

მსაჯი: ანჯელო კარველერა.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (4)-14 (3), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-1, ჯარიმა: 7-14.

 

ლივორნო-ბოლონია 2:1 (0:0)

ლივორნო, “არმანდო პიჩი” 10000

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, ჩეკერინი, ემერსონი, კასტელინი, მბაიე, ბენასი, გრეკო (დუნკანი 73), მესბა, ბიაჯანტი (რინაუდო 82), პაულინიო, ბელფოდილი (ემეგარა 46).

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.

ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, ანტონსონი (მოსკარდელი 54), ნატალი, მანტოვანი, მორლეო, კრინი, ხრისტოდულოპულოსი, კონე (გარიკსი 16), პერესი (პაციენცა 58), კრისტალდო, აკვაფრესკა.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 ბენასი (46), 2:0 პაულინიო (53), 2:1 ხრისტოდულოპულოსი (86, პენ).

გაფრთხილებები: ჩეკერინი 40, ემეგარა 50, მბაიე 71, კასტელინი 82, რინაუდო 83 - პერესი 55, გარიკსი 87, კრინი 90+2.

გაძევებები: მბაიე 80, ემეგარა 85.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 8 (4)-15 (4), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-17.

 

სასუოლო-კატანია 3:1 (0:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 13000

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, მენდესი (გაცოლა 37), კანავარო, არიაუდო, ლონგი, მისიროლი, ბრიგი (ძაძა 46), მანიანელი, სანსონე, ფლოკარი, ფლორო (ბიონდინი 74).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, პერუცი (ალვარესი 33), ბელუსკი, ლეგროტალიე, ბირაგი, ლოდი, ისკო, რინაუდო, კეკო (ფედატო 71), ბერგესიო, ბარიენტოსი (ლეტო 71).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლები: 0:1 ბერგესიო (30), 1:1 ძაძა (56), 2:1 მისიროლი (61), 3:1 სანსონე (89).

გაფრთხილებები: მისიროლი 19, გაცოლა 69, მანიანელი 80, რიაუდო 86, სანსონე 89 - პერუცი 23, ლეტო 86.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 21 (10)-9 (3), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-7, ჯარიმა: 16-24.

 

კალიარი-ლაციო 0:2 (0:1)

კალიარი, “სანტ ელია” 4000

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, დესენა, როსეტინი, დელ ფაბრო, პიზანო, ვეჩინო, კონტი, ეკდალი (საუ 75), კოსუ (იბრაიმი 46), იბარბო, ნენე (პინილია 57).

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.

ლაციო (4-3-3): მარკეტი, კონკო, ბიავა, ნოვარეტი, რადუ, გონსალესი (ონაზი 81), ლედესმა, ბილია, კეიტა, კლოზე (მაური 90+1), ლულიჩი (ანდერსონი 89).

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

გოლები: 0:1 ლულიჩი (19), 0:2 კეიტა (69).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: პინილია 68.

გაფრთხილებები: კონტი 25, როსეტინი 60, პიზანო 80, პინილია 90+2 - გონსალესი 67, რადუ 68.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 8 (3)-17 (5), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-3, ჯარიმა: 11-14.

 

მილანი-პარმა 2:4 (0:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 42000

მილანი (4-2-3-1): აბიატი, აბატე, მექსე, ბონერა (პაცინი 66), ემანუელსონი (რამი 53), ესიენი (ამელია 8), დე იონგი, პოლი, კაკა, მონტოლივო, ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, ფელიპე, ლუკარელი, მოლინარო, აკვა (მუნარი 80), მარკიონი (ობი 72), პაროლო, სკელოტო, კასანო (ამაური 63), ბიაბიანი.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 0:1 კასანო (9, პენ), 0:2 კასანო (51), 1:2 რამი (56), 2:2 ბალოტელი (76, პენ), 2:3 ამაური (78), 2:4 ბიაბიანი (90+5).

გაფრთხილებები: ბონერა 30, მექსე 39, რამი 82 - მარკიონი 67, ობი 75.

გაძევება: აბიატი 5.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 13 (3)-20 (6), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 14-14.

 

ფიორენტინა-კიევო 3:1 (2:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000

ფიორენტინა (3-4-1-2): ნეტო, დიაკიტე, როდრიგესი, კომპერი, კუადრადო, ანდერსონი (ილიჩიჩი 65), ამბროზინი, პასკუალი, პისარო, ვოლსკი (ვარგასი 74), მატრი (გომესი 58).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რუბინი, რადოვანოვიჩი (პელისიე 77), რიგონი, გუარენტე (ლაზარევიჩი 46), ჰეტემაი, პალოსკი, სტოიანი (ობინა 61).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 1:0 კუადრადო (11), 2:0 მატრი (39), 2:1 პალოსკი (62), 3:1 გომესი (89).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: პისარო 81.

გაფრთხილებები: რიგონი 13, ჰეტემაი 75, რუბინი 81.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 10 (5)-16 (4), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 9-23.

 

ჯენოა-იუვენტუსი 0:1 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000

ჯენოა (3-4-1-2): პერინი, ბურდისო, დე მაიო, მარკეზე, მოტა, სტურარო, ბერტოლაჩი, ანტონელი, მათუსალემი, ჯილარდინო (კალაიო 64), სკული.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი (ისლა 84), ვიდალი (პადოინი 85), პოგბა, ასამოა, ლიორენტე, ოსვალდო (კვალიარელა 79).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლი: 0:1 პირლო (89).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: კალაიო 72.

გაფრთხილებები: დე მაიო 12, სტურარო 22, სკული 26, ჯილარდინო 28 - ვიდალი 50, პოგბა 60.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 14 (4)-6 (1), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-8, სეივი: 0-4, ჯარიმა: 22-17.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171504