თამაშგარე

12:17 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე როსის ნოსტალგიები

ფლორენციის “ფიორენტინაში“ მოთამაშე იტალიელმა თავდამსხმელმა, ჯუზეპე როსიმ, La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტევრიუში თავისი კარიერის დღემდე უცნობ შტრიხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისში და ესპანეთში გატარებულ წლებს დაკრგულად მიიჩნევს. 

ჯუზეპეს თქმით, იტალია ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ნამდვილად კარგად ესმით და გულშემატკივრობაც სწორი და მიზანმიმართული იციან. ამას გარდა, იტალიელმა თავდამსმელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მისი მეუღლე კარგა ხანია სთხოვდა იტალიაში გადაბარგებას.

ჯუზეპე როსიმ ამავე ინტერვიუში ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს ურჩია, რომ აპენინებიდან წასვლისაგან ახალგაზრდულ ასაკში თავი შეიკავონ, რადგან იტალიის დატოვებით ბევრ რამეს დაკარგავენ.

0.120939