იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა, ჯუზეპე როსიმ, ფლორენციული გუნდის შემადგენლობაში, პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ჯერ კიდევ “ვილიარეალში” თამაშის დროს მიღებული მძიმე ტრავმის გამო, როსის 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. მიმდინარე წლის იანვარში, ფლორენციელებმა იგი იმ იმედით შეიძინეს, რომ 26 წლის თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელებას და ძველებურად ათამაშებას მოახერხებდა.
იტალიური პრესის ცნობით, როსიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და ვარჯიშიც განაახლა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ ამერიკაში დაბადებულ იტალიელს მოედანზე.