ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი ჯუზეპე როსი მიიჩნევს, რომ იტალიური ფეხბურთის დონე მატულობს და სერია A სულ მალე ძველ დიდებას დაიბრუნებს.
26 წლის ფეხბურთელმა, Sports Illustrated-თან საუბრისას, განვლილი მატჩებიც გაიხსენა და განსაკუთრებით ტურინის “იუვენტუსთან” გამარჯვებაზე ისაუბრა.
“იუვენტუსის” დამარცხება წარმოუდგენელი რამ იყო. ეს სწორედ ის წარმატებაა, რომელზეც გულშემატკივრები ოცნებობდნენ. სიხარულისგან ყველანი ერთად ვყვიროდით, თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. სერია A პოზიციებს იბრუნებს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, მომავალში იტალიაში ფეხბურთის ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება” - განაცხადა როსიმ და დაამატა:
“გომესი ტრავმირებულია, მაგრამ სწორედ ისაა ჩვენი ძირითადი ცენტრალური თავდამსხმელი. თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც გუნდში სხვა ბომბარდირიცაა და ვიმედოვნებ, რომ ის მალე დაბრუნდება მოედანზე”.