ფეხბურთი

21:47 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოზეფ მინალა: “42 წლის არ ვარ”

რომის “ლაციოს” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი ჯოსეფ მინალა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ასაკი განზრახ დამალა და შემდეგ ეს ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მინალას სურათები გავრცელდა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ნაწილმა არ დაიჯერა, რომ ის მხოლოდ 17 წლისაა. მოგვიანებით, გამოცემა Senego-მ ფეხბურთელის კომენტარი გაავრცელა, სადაც კამერუნელი შუახაზელი აცხადებდა, რომ ის 17 კი არა, 42 წლის იყო. “ლაციოს” ოფიციალურ ვებგვერდზე, ეს ინფორმაცია ფეხბურთელმაც უარყო და კლუბმაც.

“გავეცანი განცხადებას, რომელიც Senego.net-ზე იყო განთავსებული. კომენტარი, თითქოს ასაკის დამალვა ვაღიარე, მოგონილია. ეს განცხადება ტყუილია.” – ციტირებს მინალას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

0.148458