ფეხბურთი

11:13 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი ელბერი: “ტიკი-ტაკა” ცოტათი მოსაწყენი ფეხბურთია”

“შტუტგარტისა” და “ბაიერნის” გერმანული ბუნდესლიგის დღევანდელი მატჩის წინ “ბილდმა” ინტერვიუ ჩამოართვა ბრაზილიელ ფორვარდ ჯოვანი ელბერს. გამოცემას რესპონდენტი შემთხვევით არ აურჩევია. ელბერს ორივე გუნდის შემადგენლობაში უთამაშია და “სამხრეთული დერბის” წინ მისი თვალსაზრისი საინტერესოა.

- მარიო მანჯუკიჩი მიონხენგლადბახში პრემიერლიგის წინა მატჩში პეპ გვარდიოლამბაიერნისგანაცხადში იმ მიზეზით არ შეიყვანა, რომ იგი არასათანადოდ ვარჯიშობდა. ამ ფაქტმა არ გაგაკვირვათ?

- წვრთნების დროს ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თორემ ფეხბურთელს და მისგან გამომდინარე გუნდს, წინსვლა არ ექნება. ისეთი დონის გუნდისთვის, როგორიც მიუნხენის “ბაიერნია”, ეს ყოვლად დაუშვებელია.

- მანჯუკიჩის ისტორიას იმას ხომ არ უკავშირებთ, ახალი სეზონიდან “ბაიერნში” რობერტ ლევანდოვსკი რომ ითამაშებს?

- ამ ვერსიის ნაკლებად მჯერა. “ბაიერნში” მუდმივად მიდია ახალ-ახალი მოთამაშეები. Pირადად მე არ მჯერა, ლევანდოვსკის მისვლის შემდეგ მანჯუკიჩს ბავარიიდან აბარგების სურვილი რომ გაუჩნდება. ვფიქრობ, გაუგებრობა აღმოიფხვრება და და გვარდიოლას მომავალ ბატალიებში მანჯუკიჩზე დაყრდნობა შეეძლება.

- გვარდიოლას სათამაშო სისტემაში კლასიკური ტიპის თავდამსხმელს შესაძლებლობების გამოვლენა უჭირს?

- დიახ, ასეა. გვარდიოლას სისტემაში თავდამსხმელს საკმაოდ უჭირს. თუმცა ერთიცაა – ფეხბურთი იცვლება, მოდერნიზაციას განიცდის. გვარდიოლას “ტიკი-ტაკა” ბურთის ტოტალურ ფლობასა და მის აქეთ-იქეთ გორებაზეა დაფუძნებული. ჩემი აზრით, ეს ცოტათი მოსაწყენი ფეხბურთია. შესაძლოა, მანჯუკიჩსაც არ მოსწონდეს ამგვარი ტაქტიკური მიდგომა.

- თქვენი აზრით “ბაიერნს” ცენტრფორვარდი არ სჭირდება?

- გუნდის ნახევარმცველებს თავისუფალი არეალები ექმნებათ და შეტევაშიც ჩართვა რეგულარულად შეუძლიათ. ცენტრფორვადებს საჰაერო დუელები ხშირად უწევთ, შუახაზელებს, მიულერსა და გიოტცეს კი განსხვავებული სტილი აქვთ. ისინი კარგად ჩაეწერნენ გვარდიოლას სტილში. დღევანდელ “ბაიერნში” კი ადგილი ცენტრფორვარდსაც მოეძებნება. იმავე მანჯუკიჩმა 17 მატჩიდან 16-ში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე პარტნიორთაგან ყველაზე მეტი, 10 გოლია. მარიო მტკიცე ხასიათის ფეხბურთელია და არ გამიკვირდება, “შტუტგარტთან” სასტარტო შემადგენლობაში თუ ვიხილავთ.

- “შტუტგარტს” “ბაიერნის” დამარცხების შანსი აქვს?

- პლანეტის ნებისმიერ გუნდს “ბაიერნის” წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირს. “შტუტგარტს” არ ულხინს, მაგრამ მას შეუძლია საკუთარ თავს გადაახტეს და ლიდერთან შეხვედრა ფრედ დაასრულოს.

- “შტუტგარტი” სადღეისოდ ბუნდესლიგაში მეთორმეტე საფეხურზეა დ გავარდნის ზონას 3 ქულა აშორებს...

- არადა, გუნდს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სატურნირო ცხრილის პირველ ნახევარში უნდა იყოს. წარმატებას ვუსურვებ შტუტგარტელთა დამრიგებელ ტომას შნაიდერს. ჩვენ ერთად ვთამაშობდით, ტომასს კარგად ვიცნობ. მას ახლა მხარდაჭერა სჭირდება. პირადად მე შნაიდერის მჯერა და მას წარმატებას ვუსურვებ.

0.103221