ფეხბურთი

1:38 | 10.07.2013 | ნანახია 1465 - ჯერ

ჯოვანი დოს სანტოსი “ვილიარეალში” ითამაშებს

24 წლის მექსიკელი შემტევი ჯოვანი დოს სანტოსი კარიერას “ვილიარეალში” განაგრძობს. პრიმერაში ახლახანს დაბრუნებული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “მალიორკას” ყოფილმა ფეხბურთელმა “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები ცნობილი არაა.

ჯოვანი დოს სანტოსმა კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო. 2008 წელს, მან “ტოტენჰემს” მიაშურა, საიდანაც “იფსვიჩში”, “გალათასარაისა” და “რასინგში” იყო განათხოვრებული. 2012 წელს, მექსიკელი “მალიორკამ” შეიძინა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 32 თამაშში მან 6 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:47 | 14.06.2020
Sport With pleasure (4571)

/

11:33 | 10.07.2013
thiago. (372)

რას ერჩით ვერ გამიგია 24 ისაა ჯერ ორივესთვის კარგია ვილიარეალისთვისაც და ამისთვისაც წარმატებები !

09:36 | 10.07.2013
Lucky Luciano (3296)

ძალიააააან კარგი მიდი ვილიარეააალ

09:29 | 10.07.2013
italiafun-juventino (12319)

კაი იგროკია იმედია ათამაშდება

09:05 | 10.07.2013
top4 (3615)

ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია რა, რომელიც ძალიან იყო გაპიარებული და რათქმაუნდა მოლოდინი ვერ გაამართლა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066967
სარეკლამო ადგილი - 99
X x X