“დენვერის” დამრიგებელი ჯორჯ კარლი ნბას 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა – იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი. მისი ხემძღვანელობით “ნაგითსმა” რეგულარ გათამაშებაში 57 გამარჯვების მოპოვება მოახერხა და დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა პლეი ოფის პირველ რაუნდში დათმო სერია “გოლდენ სტეიტთან” 2:4.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში (მონაწილეობას იღებდნენ კანადის და აშშ-ს სპორტული ჟურნალისტები) ჯორჯ კარლმა 404 ქულა დააგროვა (62 პირველი ადგილი) და დიდი სხვაობით ჩამოიტოვა კონკურენტები.
მეორე ადგილზე გავიდა “მაიამის” დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა, მესამე საფეხური კი “ნიქსის” მთავარმა მწვრთნელ მაიკ ვუდსონს ერგო.