ინგლისური “ლივერპულის” მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი ფეხბურთს დაახლოებით ერთი თვით ჩამოშორდა. ამის მიზეზი კოჭის ტრავმაა.
მერსისაიდელთა მე-2 ნომერმა ტრავმა “მანჩესტერთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. 29 წლის მარჯვენაფლანგელი მას შემდეგ უქმადაა, დღეს კი, კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჯონსონი მოედანზე ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.