ფეხბურთი

13:18 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონი და მორენო დაშავდნენ

“ლივერპულის” მცველები გლენ ჯონსონი და ალბერტო მორენო “მანჩესტერ სიტისთან” 1:3 წაგებულ შეხვედრაში დაშავდნენ.

Sky Sports-ის ცნობით, ისინი დღეს სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ტრავმების სირთულეც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯონსონმა მოედანი ექიმის თანხმებით, კოჭლობით დატოვა. რადგან “ლივერპულს” შეცვლა აღარ ჰქონდა, ბრენდან როჯერსის შეგირდებმა თამაში კაცნაკლული ჩაამთავრეს.

რაც შეეხება მერსისაიდელების ახალბედა ალბერტო მორენოს, მან ბურთის მიღებისას ფეხი გადაიბრუნა. ექიმების დახმარების შემდეგ, ესპანელი მოედანზე დაბრუნდა, თუმცა თამაში ტკივილის ფონზე გააგრძელა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161159