ფეხბურთი

13:21 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსმა “შალკედან” წასვლა დააანონსა

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლას აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა.

“მე გავხდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელი, საკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე. ეს წარმატებები რა თქმა უნდა “შალკეს” დამსახურებაა, მაგრამ ვფიქრობ, წასვლის დრო დადგა და ამ კლუბს უნდა დავემშვიდობო” – უთხრა ჯერმეინ ჯონსმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.

ჯონსსა და “შალკეს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება.

 

0.113181