კალათბურთი

21:09 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ვოლი და ლამარკუს ოლდრიჯი NBA-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

"ვაშინგტონ ვიზარდსის"  გამთამაშებელი ჯონ ვოლი და "პორტლენდის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი, NBA-ს გასული კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.

გასულ კვირას, ვოლმა დედაქალაქურ კლუბთან ერთად 4 მატჩი ჩაატარა და  3 მათგანში გამარჯვება მოიპოვა, ჯონის საშუალო მონაგარი კი 24 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 5,5 მოხსნა და 2,5 ჩაჭრა გახლდათ. "პორტლენდმა" 3 მატჩიდან 2 მოიგო, მისმა ლიდერმა ოლდრიჯმა კი, თავი საშუალოდ 27 ქულით, 10,7 მოხსნით, 3 დაფარებით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ორივე კალათბურთელისთვის, კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული პირველი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

 

0.116083