“საუთჰემპტონთან” 3:1 მოგებული მატჩი, ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის მე-400-ე თამაში იყო ინგლისის პრემიერლიგაში.
32 წლის მცველი 1998 წლიდან “არისტოკრატთა” უცვლელი წევრია და ამ კლუბის მაისურით პრემიერლიგაში ჩატარებულ საიუბილეო მატჩში 34-ე გოლი გაიტანა.
“ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.უდიდესი მიღწევაა ტოპ-კლუბში 400 მატჩის ჩატარება და ამით ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს და კლუბს მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ არაერთ გოლს გავიტან, თუნდაც მომდევნო მატჩში” - თქვა ტერიმ.