სხვა

19:00 | 25.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯომარდელთა III ჩემპიონატს ბორჯომი უმასპინძლებს

26 მაისს, ბორჯომში, მდინარე მტკვარზე გაიმართება საქართველოს III ჩემპიონატი ჯომარდობაში პროფესიონალთა შორის.
შეჯიბრი ჩატარდება 4 დისციპლინაში: სწრაფდაშვება ანუ სპრინტი, წყვილთა შეჯიბრი ანუ head to head, სლალომი, დაშვება გრძელ დისტანციაზე ანუ downriver. დასაწყისი 09:00 საათზე. შეჯიბრში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: “რაფტინგ-ჯი”, “ქუთაისი”, “ბორჯომი”, კლუბი “ჯომარდელი”, სათავგადასავლო კლუბი “ედვენჩერ ჯორჯია”, “k-52” და “მედ-რაფტი”.
ტურნირი ერთ დღიანია და იმართება დაცვის პოლიციისა და კომპანია “პრაიმ ფიტნესის” მხარდაჭერით, ასევე ბორჯომის გამგეობის დახმარებით.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია. აღნიშნული ტურნირი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.  

საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096699