მსოფლიო რეიტინგის სერბმა მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირის მეორე წრეში უპრობლემოდ დაძლია ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგობა. “ნოლემ” 57 წუთიანი მატჩი 6:1, 6:3 მოიგო და მომდევნო სტადიაზე რუს მიხაილ იუჟნის შეხვდება. პირენელთან შეხვედრაში ჯოკოვიჩმა 5 ეისი და 4 ეისი შეასრულა.
ამასობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა დააჯარიმონ ან სულაც დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. სავარაუდო სანქცია მისი დისკვალიფიცირებულ ვიქტორ ტროიცკის სპარინგ-პარტნიორად არჩევას უკავშირდება. ITF-ისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ახალი წესის თანახმად მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გუნდების სხვა წარმომადგენლებს სადოპინგო სკანდალში გახვეულ ჩოგბურთელთან კონტაქტი ეკრძალებათ. ამასთან ამ წესის ამოქმედება 2015 წლის იანვრიდანაა დაგეგმილი, მაგრამ ჩოგბურთელთა კონტრაქტებში ეს პუნქტი უკვე ჩაწერილია.