ჩოგბურთი

8:56 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტიტული დაიცვა

 Barclays ATP World Tour Finals-ის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ პლანეტის სადღეისოდ პირველ-მეორე ნომრები შეხვდნენ ერთმანეთს. შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელმა ტრიუმფატორმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტიტულის დაცვა მოახერხა – სერბმა 6:3, 6:4 დაამარცხა კლასიფიკაციის ლიდერი რაფა ნადალი და მილიონ 923 ათას დოლართან ერთად 1500 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

საათსა და 36 სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლემ” 3 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა, რაფასთან პირად დაპირისპირებებში უარყოფითი ბალანსი კი ხუთამდე (17:22) შეამცირა. სეზონის მიწურულს ჯოკოვიჩმა ზედიზედ წაუგებელ მატჩთა სერია 22-მდე გაზარდა.

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერის 41-ე ტიტული მოიპოვა.

0.123738