თამაშგარე

18:31 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ქორწილის დღე დანიშნა და კოლეგებიც დაპატიჟა

 

ცნობილმა სერბმა სპორტსმენმა, მსოფლიო კლასიფიკაციის ნომერ მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2014 წლის 9 ივლისს, ჩერნოგორიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილი დანიშნა. ის შეყვარებულ ელენა რისტიჩზე დაქორწინებას აპირებს.

ამის შესახებ განცხადება თავად ჯოკოვიჩმა გააკეთა.

ქორწილში დაპატიჟებულ სტუმრებს შორის ჯოკოვიჩის კოლეგებიდან ელენა იანკოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი, იანკო ტიპსარევიჩი, ნენად ჟიმონჟიჩი (ყველა სერბეთი), მარია შარაპოვა (რუსეთი) და ენდი მარეიც (დიდი ბრიტანეთი) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა განცხადება მისი და რისტიჩის ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში გააკეთა, მაგრამ ქორწილის კონკრეტული დღე ახლა გამოაცხადა.

0.130082