ჩოგბურთი

22:52 | 27.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ნადალს ზედიზედ მესამედ მოუგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა (№3) ლონდონის რვაკაცაზე ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში რაფაელ ნადალს (№2) სძლია და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
22 წლის სერბმა, რომელიც წლის შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, წლით უფროს ესპანელ მეტოქეს საათსა და 57 წუთში 7:6 (7:5) 6:3 აჯობა.
ეს წლეულს მათი მე-7, ხოლო საერთოდ 21-ე დაპირისპირება იყო და ნოვაკმა რაფას სეზონში მე-3, ჯამში კი მე-7 მარცხი იგემა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ნადალი უკვე ზედიზედ მესამედ დაჯაბნა – ლონდონამდე მას ჯერ ცინცინატის, ხოლო შემდეგ პარიზის მასტერსმაგარსაფრობებზე აღემატა.
დიადმა ესპანელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ფიზიკურ ტრავმებთან ერთად მშობლების განქორწინებით გამოწვეული სულიერი ტრავმის გადატანაც მოუხდა,  ტურნირზე გამოსვლა ისე დაასრულა, რომ სამ შეხვედრაში ერთი სეტიც არ მოუგია.
ახლა რაფა დევისის თასის ფინალისთვის მზადებაზე გადაერთვება. თასის შარშანდელი გამარჯვებული ესპანეთი ჯილდოს შენარჩუნებას მომავალ პარასკევ-უქმეებზე ბარსელონაში ჩეხეთის წინააღმდეგ ეცდება.
რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მისი ბედი ჩვენი დროით ნაშუაღამევს, შვედი რობინ სოდერლინგისა (№8) და რუსი ნიკალაი დავიდენკოს (№6) შეხვედრაში გაირკვევა. თუ სოდერლინგი, რომელმაც ჯგუფში პირველი ორივე შეხვედრა სეტისწაუგებლად მოიგო და უკვე ნახევარფინალშია, დავიდენკოსაც დაამარცხებს, მაშინ ნოვაკი ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. ხოლო, თუ გამარჯვება რუს მეჩოგნეს დარჩება, ნახევარფინალშიც თავადვე გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15642