6 ივლისს, 27 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თითქმის ოთხსაათიან ფინალში სადიდსლემო ტურნირების სარეკორდოდ, 17-გზის მომგებ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 6:7, 6:4, 7:6, 5:7, 6:4 მოუგო და თავად მეორედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. წლევანდელ შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი “ნოლე” ამ ტრიუმფის წყალობით მსოფლიოს კლასიფიკაციაში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნდა. გუშინ კი საჩოგბურთო კორტზე “ვალმოხდილმა” ნოვაკმა ოჯახი შექმნა - ჩერნოგორიის ერთ-ერთ კურორტზე ელენა რისტიჩთან იქორწინა.
საქორწინო ცერემონიალი “უცხო თვალისგან” დაფარულად ჩატარდა. ზეიმზე მხოლოდ წყვილის უახლოესი ადამიანები იყვნენ მიწვეულნი. ადგილობრივი პრესის ცნობით, კურორტის თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს კონფიდენციალობის ხელწერილი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. წლეულს ჯოკოვიჩი და რისტიჩი მშობლები გახდებიან.







