მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი, მიმდინარე უიმბლდონზე პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების ფინალში კლასიფიკაციის მეცამეტე ნომრის, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის 6:4, 3:6, 7:6, 7:6 ძლევის შედეგად გავიდა. 27 წლის სერბი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში მესამედ გავიდა უიმბლდონის ფინალში. 2011 წელს “ნოლემ” გადამწყვეტ მატჩში რაფა ნადალს მოუგო, შარშანდელ ფინალში კი შოტლანდიელ ენდი მარეისთან დამარცხდა.
ჯოკოვიჩისა და 23 წლის დიმიტროვის ნახევარფინალმა 3 საათს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ნოვაკმა 17 ეისი შეასრულა, ბულგარელთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 4:1 გახადა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 14-ედ გავიდა სადიდსლემო შეჯიბრებების ფინალში, რომელთაგან ექვსში იმარჯვა. ჯოკოვიჩი საფინალე მოწინააღმდეგეს შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და კანადელი მილოშ რაონიჩის ნახევარფინალი გაარკვევს.