სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ლატვიელი ერნესტს გულბისის 6:3, 6:3, 3:6, 6:3 ძლევის შემდეგ გავიდა. “ნოლემ” 9 ეისი შეასრულა და გულბისთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 5:1 გახადა. “როლან გაროსის” ფინალში ნოვაკი რაფა ნადალისა და ენდი მარეის ნახევარფინალურ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
გულბისის პირადი მწვრთნელი გიუნტერ ბრესნიკი ჯერ კიდევ ნახევარფინალური მატჩის წინ აცხადებდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი “როლან გაროსის” ფავორიტია და სერბის გაჩემპიონების გარანტიას ვიძლევიო. ვნახოთ, როგორ ახდება ბრესნიკის პროგნოზი.