ჩოგბურთი

22:02 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის დამაჯერებელი სტარტი

წლევანდელ უიმბლდონზე პირველი ნომრად განთესილმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სტარტზე წაივარჯიშა - 27 წლის სერბმა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ანდრეი გოლუბევი უშანსოდ დატოვა 6:0, 6:1, 6:4. “ნოლეს” სამეორეწრეო მეტოქე გამოცდილი ჩეხი რადეკ შტეპანეკია, რომელმაც თავის მხრივ პაბლო კუევასი ჩამოაშორა უიმბლდონს.

მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ჯოკოვიჩმა საათსა და 28 წუთში 6 ეისი და 7 ეისი განახორციელა და მოწინააღმდეგეს მხოლოდ 5 გეიმი “დაუთმო”.

შეგახსენებთ, უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი 25 მილიონი გირვანქაა.

0.119417