რეიტინგსიის პირველ ნომერ ნოვაკ ჯოკოვიჩს “მასტერზ1000”-ების ტურნირთაგან მხოლოდ ცინცინატის Western & Southern Open არ აქვს მოგებული. უწინ “ნოლემ” ოთხჯერ ითამაშა ამ ტურნირის ფინალში და საბოლოო წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. წლეულს კი ბალკანელი მერვედფინალიდან ჩამოშორდა შეჯიბრებას. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩს ესპანელმა ტომი რობრედომ 7:6, 7:5 მოუგო.
ბალკანურ-პირენული დაპირისპირება საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. 32 წლის რობრედომ 5 ეისი, 2 ბრეიკი შეასრულა და კარიერის განმავლობაში მეორედ მოუგო ჯოკოვიჩს. ნოვაკს კი ტომი 6-ჯერ ჰყავს დამარცხებული.
ბოლო 11 წლის განმავლობაში რობრედომ პირველად მოახერხა რეიტინგსიის ლიდერი ძლევა. 2003 წელს ტომიმ საფრანგეთის ღია პირველობაზე კლასიფიკაციის იმ დროისთვის მოწინავე პოზიციაზე მყოფი ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი დაამარცხა.
ცინცინატის ტურნირის მეოთხედფინალში რობრედო თანამემამულე დავიდ ფერერს შეხვდება.მერვედფინალში ფერერმა რუსი მიხაილ იუჟნი საათსა და 22 წუთში 7:5, 6:0 გაანადგურა.