ჩოგბურთი

20:21 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ზედიზედ მეორედ

 არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის ფინალში რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მასზე ერთი საფეხურით უკან მდგომ დავიდ ფერერს 7:5, 6:2 მოუგო და ზედიზედ მეორედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული.

დღევანდელი ფინალი საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 250 ათას დოლარს შეადგენდა. 2010 და 2011 წლებში აბუ დაბიში რაფა ნადალმა იმარჯვა, 2009-ში კი უძლიერესი ენდი მარეი გახლდათ.

“ვფიქრობ, ტურნირის მსვლელობისას მაყურებელი ნასიამოვნები დარჩა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგია, ჩემ მატჩებს ბორის ბეკერი რომ დაესწრო. ორივენი ახალ ეტაპზე გადავდივართ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

0.11614