ჩოგბურთი

10:39 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ტიტულის დაცვას იოლი მოგებით შეუდგა

 მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ის ჩემპიონის ტიტულის დაცვა ესპანელ ალბერტ მონტანიესის 6:1, 6:0 განადგურებით დაიწყო. 26 წლის სერბს პირენელის დასამარცხებლად მხოლოდ 45 წუთი ეყო. ამ სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლემ” 5-5 ბრეიკი და ეისი შეასრულა, მონტანიესთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 6:0 გახადა.

ნამატჩევს ჯოკოვიჩმა ვრცელი კომენტარი გააკეთა: “გრუნტის კორტზე პირველი თამაშის ფონზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეტოქეს ხომ მხოლოდ ერთი გეიმი დავუთმე. ალბერტის სუსტი ასპარეზობა ჩემთვის მოულოდნელი იყო. მას მოსწონს ამგვარ საფარზე პაექრობა, თუმცა დღეს ბევრ შეცდომას უშვებდა. აგრესიული ჩოგბურთის ჩვენება მოვახერხე. ბადესთან დროულად გავდიოდი და დატყმებიც სათანადოდ გამომდიოდა. ერთი სიტყვით, გრუნტის სეზონი წარმატებით დავიწყე.

ტურნირის სტარტის წინ ზურგის არეში ტკივილს ვგრძნობდი. საბედნიეროდ, მონტანიესთან შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა, რამაც პრობლემების თავიდან აცილების საშუალება მომცა. ვიმედოვნებ, მთელი ტურნირის მსვლელობისას ჯანმრთელობა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს არ შემიშლის”.

მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ფრანგ გაელ მონფისს ან ესპანელ პაბლო კარენიო-ბუსტას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.068333