მსოფლიო კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტორონტოში მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა. მერვედფინალში 27 წლის სერბი რეიტინგსიის 15-ე ნომერ, 29 წლის აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან 2:6, 2:6 დამარცხდა.
მატჩი საათსა და 3 წუთს გაგრძელდა. ცონგამ 4 ბრეიკი, 8 ეისი შეასრულა, საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეექვსედ მოუგო ჯოკოვიჩს, ნოვაკს კი 13-ჯერ ჰყავს დამარცხებული ჟო-ვილფრიდი. მეოთხედფინალში ცონგა თანამემამულე რიშარ გასკესა და შოტლანდიელ ენდი მარეის შორის მოგებულს შეხვდება.
ტორონტოს “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში ვერც ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკა გავიდა. 29 წლის შვეიცარიელს ერთი წლით უმცროსმა სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა 7:6, 7:5 სძლია. ანდერსონის სამეოთხედფინალე ოპონენტს ესპანელი ტომი რობრედოსა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის შეხვედრა გამოავლენს.







