ჩოგბურთი

11:16 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი - ბორგს დაეწია, წინ ნადალია

 მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის საწყის ეტაპზე არგენტინელ დიეგო-სებასტიან შვარცმანს 6:1, 6:2, 6:4 მოუგო და მომდევნო სტადიაზე ფრანგ პოლ-ანრი მატიეს შეხვდება. შვარცმანთან დაპირისპირებისას “ნოლეს” ანგარიშზე 7 ეისია.

“მთელი მატჩის განმავლობაში კარგი დარტყმები გამომდიოდა. დიეგო ნიჭიერი მოთამაშეა, კორტზე სწრაფად გადაადგილდება და თუ მოწოდებას დახვეწს, მასთან თამაში უფრო რთული გახდება. საკუთარი სასტარტო მატჩით კი კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა მეორე ეტაპზე გასვლის შემდეგ.

ამასობაში ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგსიის ლიდერობის ხანგრძლივობით ლეგენდარულ შვედ ბიორნ ბორგს დაეწია. სკანდინაველი და ბალკანელი კლასიფიკაციას 109 კვირის განმავლობაში ლიდერობენ. ამ მაჩვენებლით ბორგი და ჯოკოვიჩი მეშვიდე ადგილს იყოფენ. 27 წლის სერბის მომდევნო სამიზნე რაფა ნადალია, რომელიც რეიტინგის პირველ პოზიციაზე 141 კვირის განმავლობაში იყო.

0.115505