ჩოგბურთი

19:39 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიისთვის საემიროებში მოემზადება

 არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის მეორე ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩია. კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფმა 26 წლის სერბმა ნახევარფინალში ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას 7:6, 6:3 მოუგო და გადამწყვეტ მატჩში რეიტიგსიის მესამე ნომერ ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება.

“აბუ დაბის შემდეგ ჩემი პირველი ოფიციალური გამოსვლა მელბურნში იქნება. 2014 წლის დასაწყისის პირველ კვირებში კორტზე არ გავალ. ვფიქრობ, ავსტრალიის ღია პირველობისთვის უკეთ მოსამზადებლად გადავწყვიტე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიასპარეზე და მელბურნში პირდაპირ აქედან გავემგზავრო”, - აცხადებს ჯოკოვიჩი.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს ოთხჯერ აქვს მოპოვებული ავსტრალიის ღია პირველობა, 2011, 2012 და 2013 წლებში კი მელბურნში მიჯრით სამჯერ იმარჯვა.

0.120201