ჩოგბურთი

12:37 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი აქცენტს სადიდსლემო ტურნირებზე გააკეთებს

მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ავსტრალიის ღია პირველობას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. “ნოლეს” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მის გაგრძელებას მომავალი სეზონის სტარტიდან აპირებს.

“წლეულს 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი დავთმე – “როლან გაროსის” ნახევარფინალი, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტი მატჩები. ამის მიუხედავად, სეზონის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩავატარე და ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში საუკეთესო თამაშის ჩვენება მოვახერხე. საკუთარი თავისადმი რწმენა გამიმყარდა და იმედია, ახალი წლიდან მოყოლებული მოგებათა სერიას განვაგრძობ. მოუთმენლად ველი ავსტრალიის ღია პირველობის სტარტს. ამ ტურნირზე ყველაზე მეტ წარმატებას მივაღწიე. საერთოდ ფორმის პიკზე გასვლას სწორედ სადიდსლემო ტურნირების წინ ვაპირებ. ეს შეჯიბრებები ხომ ყველაზე პრესტიჟული ტურნირებია, თუმცა, სხვა ასპარეზობებზეც მხოლოდ გასამარჯვებლად გავალ კორტზე”, - “ნოლემ” სამომავლო გეგმები გაახმოვანა.

 

0.094652