ჭადრაკი

0:47 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას პირველი მარცხი

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2706), რომელიც რუსეთის საკლუბო ჩემპიონატში თამაშობს, პირველი მარცხი უკანასკნელ ტურში განიცადა.

ბელორეჩენკსის “უნივერსიტეტის” პირველ დაფაზე მოთამაშე ჯობავამ შავი ფიგურებით სერგეი გრიშჩენკოსთან (რუსეთი, 2436) წააგო, მისმა გუნდმა კი გამარჯვება იზეიმა – 4:2.

“უნივერსიტეტმა” შვიდ ტურში 10 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილი დაიკავა.

ქალთა ტურნირში მოთამაშე ნინო ბაციაშვილი (2408) შავებით მარინა გუსევას (რუსეთი, 2371) დაუზავდა, მისმა “ლადიამ” კი “იუგრასთან” 1.5:2.5 წააგო და 6 ქულით მე-3 ადგილზეა.

0.116375