ჭადრაკი

14:39 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მძიმე ფინიში

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირს ბაადურ ჯობავა (2705) ფაქტობრივად პირველივე ტურიდან ლიდერობდა, თუმცა, დასკვნით ორ პარტიაში უქულოდ დარჩა და ცუდი შედეგი აჩვენა.

მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით უკრაინელ მარტინ კრავცივთან (2617) დამარცხდა, ბოლო ტურში კი ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, ინდოელ აბიჯეტ გუპტასთან (2608) სათამაშოდ არ გამოცხადდა და მარცხი ჩაეთვალა.

საბოლოოდ, ჯობავას 6.0 ქულა შერჩა და მე-10 ადგილი დაიკავა, ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ხვიჩა სუპატაშვილმა (2455) კი 5.5 ქულა მოაგროვა და ასამდე მონაწილე შორის 27-ე პოზიციაზე გავიდა.

არაბული ტურნირის გამარჯვებული ხსენებული გუპტა გახდა, რომელმაც 7.0 ქულა მიითვალა და აზერბაიჯანელ ვასიფ დურარბაილის (2559) და კრავცივს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

0.120375