ჭადრაკი

23:33 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ სვიდლერსაც მოუგო

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2706) ბრწყინვალედ ირჯება რუსეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ბელორეჩენესკის “უნივერსიტეტის” პირველ დაფაზე თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ბაადურმა ტურნირის განმავლობაში გატა კამსკი (აშშ, 2714) და დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2732) დაამარცხა, ამჯერად კი, კიდევ ერთ უძლიერესს მოჭადრაკე პიოტრ სვიდლერს (2756) მოუგო.

ახლა, ჯობავას აქტივში 5 პარტიაში მოგროვებული 4.0 ქულაა, ფიდე-ს ლაივ-რეიტინგში კი სერიოზული წინსვლა აქვს. ქართველმა დიდოსტატმა რუსეთის ჩემპიონატზე უკვე 14.1 პუნქტი შეიმატა, 11 ადგილით დაწინაურდა და 2720.1 ქულით 30-ე პოზიციაზეა.

ბაადურის კლუბმა, რომელიც დღეს “სანკტ-პეტერბურგს” დაუზავდა, 8 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სვერდლოვსკის “მალახიტს” (9) და მოსკოვის “ნაშე ნასლედიეს” (8) ჩამორჩება. მე-6 ტურში “უნივერსიტეტი” სწორედ დედაქალაქელებს დაუპირისპირდება.

0.125185