ჭადრაკი

1:03 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ რაპიდში მე-14 შედეგი აჩვენა

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში მიმდინარეობს ფიდე-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში, რომელშიც მონაწილეობას 2 ქართველი მოჭადრაკე – ბაადურ ჯობავა (2688) და მიხეილ მჭედლიშვილი (2641) იღებს.

მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს რაპიდში გაეჯიბრნენ. 15 ტურად წარმართულ შეჯიბრში ჯობავამ 9.0 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა, განთესვით კი 33-ე გახლდათ. 61-ე იყო რეიტინგში მჭედლიშვილი, რომელმაც თავი 7.0 ქულას მოუყარა და 78-ე პოზიციაზე გავიდა.

ჩემპიონობა ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა (2827) მოიპოვა, რომელმაც 11.0 ქულა მოაგროვა და საკუთარი უპირატესობა რაპიდშიც დაამტკიცა. მან 0.5 ქულით გაუსწრო იტალიელ ფაბიო კარუანას (2840), ინდოელ ვიშნათან ანანდს (2770), სომეხ ლევონ არონიანს (2785) და რუს ალექსანდერ მოროზევიჩს (2732), რომლებიც სატურნირო ცხრილში აღნიშნული თანმიმდევრობით განლაგდნენ.

19-20 ივნისი უკვე ბლიცს დაეთმობა, რომელიც 21 ტურად წარიმართება. 

0.11942