ჭადრაკი

23:38 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ პირველი რაუნდი დასძლია

 

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2696) ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიოს თასის პირველი რაუნდის დაძლება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მარტინ კრავცივთან (2607) პაექრობაში კლასიკური პარტიების შემდეგ, ანგარიში საყაიმო გახლდათ, ორ დამატებით პარტიაში (25 წუთს+10 წამი) კი ქართველმა დიდოსტატმა იმარჯვა და საერთო ჯამში 3:1 მოიგო.

პირველი წრის თავზე, მსოფლიოს თასს 64 საუკეთესო მოჭადრაკე შემორჩა, რომლებიც მომდევნო რაუნდის პარტიებს 14-15 აგვისტოს ჩაატარებენ, ტაი-ბრეიკი კი 16-ში გახლავთ დაგეგმილი. ჯობავას შემდეგი მეტოქე უკრაინელი ანტონ კორობოვი (2720) იქნება, რომელმაც აზერბაიჯანელ ვასიფ დურარბაილის (2567) ასევე 3:1 სძლია.

ცნობისთვის, მსოფლიოს თასი 7 რაუნდად მიმდინარეობს და 3 სექტემბერს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 120 000-ს მიიღებს, ყველაზე მცირე თანხა კი იმ მოჭადრაკეებს ერგოთ, რომლებმაც თამაში პირველივე წრეში დაასრულეს – 6 000 დოლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113404