ჭადრაკი

18:08 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მინსკის ტურნირი მოიგო

მინსკში გამართული დავიდ ბრონშტეინის მემორიალი ბაადურ ჯობავას (2706) გამარჯვებით დასრულდა. ქართველი დიდოსტატი ბელარუსში პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.

დასკვნით მე-9 ტურში ჯობავა ჯობავა თეთრი ფიგურებით რუს ალეკსანდრ შიმანოვს (2658) დაუზავდა და 7.0 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ ბაადურის დარი მონაგარი აღმოაჩნდათ უკრაინელებს – სერგეი ფედორჩუკს (2641) და მიხაილო ოლეკსიენკოს (2630), თუმცა, ქართველმა მოჭადრაკემ მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ამ წარმატების წყალობით, ჯობავამ 10 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგშიც წინსვლა ელის. სავარაუდოდ, ბაადურს 2715.8 პუნქტი მოუგროვდება და კლასიფიკაციაში 33-ე ადგილამდე აღზევდება.

 

0.116081