ჭადრაკი

23:51 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ კამსკი დაამარცხა

რუსეთში მიმდინარე ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს ბაადურ ჯობავა. ქართველი დიდოსტატი პირველ დაფაზე ბელორეჩენსკის უნივერსიტეტის ღირსებას იცავს და მის აქტივში 4-დან 3.0 ქულაა.

ჯობავას მსხვერპლნი მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები გატა კამსკი (აშშ, 2714) და დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2732) გახდნენ. ამას გარდა, ბაადური რუს პაველ პოტაპოვს (რუსეთი, 2475) და მსოფლიოს ტოპ-ათეულის მეშვიდ საფეხურზე მყოფ სერგეი კარიაკინს (უკრაინა, 2772) დაუზავდა.

4 ტურის თავზე ბელორეჩენსკის გუნდს 7.0 ქულა გააჩნია და სვერდლოვსკის “მალახიტთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მე-5 ტურში ჯობავას გუნდი “სანკტ-პეტერბურგს” ეთამაშება.

რუსეთის საკლუბო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ნინო ბაციაშვილი (2408) თამაშობს, რომელიც ყაზანის “ლადიას” გუნდში ირიცხება. ნინომ ორი პარტია ჩაატარა და 1,5 ქულას მოუყარა თავი.

0.115348